logo
ENG



"ადამის" კბილი - დროება

18 სექ 202221:39
3 წუთის საკითხავი
 

2021 წელს ქართველი არქეოლოგების ენთუზიაზმითა და ადგილობრივების დახმარებით დაწყებულმა ოროზმანის ექსპედიციამ, წელს, დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანის კბილისა და ანატომიურ შესახსრებაში მყოფი ეტრუსკული მგლის ჩონჩხის აღმოჩენით, ისეთი საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, როგორიც არის: ბიბისი, ნეიშენალ ჯეოგრაფიკი, AP, გარდიანი და სხვა გავლენიანი მედიაგამოცემები. მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე საქართველო კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. აღმოჩენა, რომლის შესახებაც მსოფლიო ლაპარაკობს, მხოლოდ წულუკიანის უწყებამ არ შეიმჩნია და ამ დრომდე ერთი განცხადებაც არ გამოუქვეყნებია.


close დახურვა